fbpx
საბერძნეთი

ინტერნეტი ათენის მეტროსადგურებში – Wi-Fi-ის იდეა განხორციელების გზაზეა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ათენის მეტროსადგურებში უკაბელო ინტერნეტი იქნება ხელმისაწვდომი. აღნიშნული იდეა საბერძნეთის ციფრული მმართველობის სამინისტროს ინიციატივით განხორციელების გზას დაადგა.

როგორც ირკვევა, კონკრეტულ საკითხზე პროექტი რამდენჯერმე გამოცხადდა, მაგრამ სხვადასხვა სირთულეებიდან გამომდინარე, სისრულეში ვერცერთხელ ვერ მოვიდა. არსებული ცნობებით, 2022 წლის ბოლომდე ათენის სამივე ხაზის მეტროსადგურებში საჯარო Wi-Fi ხელმისაწდომი იქნება.

პრობლემები, რომელთა გამოც ამ იდეის განრხორციელება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, ძირითადად, ტექნიკური სახის იყო.

როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში შევძლებთ, რომ ინტერნეტს ტელეფონები დავუკავშიროთ გვირაბებშიც, ანუ ისეთ ადგილებში, სადაც ქსელი არ იჭერს და კავშირი წყდება. იგივე წყაროზე დაყრდნობით, საუბარია 5G სისწრაფის ინტერნეტზე.

onalem

ტესტ