fbpx
საბერძნეთი

“მაღაზიები და სკოლები უნდა გაიხსნას, ამ კარანტინს აზრი არ აქვს” – მატინა პაგონი არსებულ მდგომარეობაზე

ცნობილმა პროფესორმა და ექიმმა, მატინა პაგონიმ განაცხადა, რომ ამჟამად საბერძნეთში არსებული მდგომარეობა იმაზე მიუთითებს, რომ არანაირი აზრი და შედეგები არ აქვს კარანტინს, რომელიც ამჟამად არის დაწესებული.

“ატიკაში რეანიმაციული საწოლების 84% არის დაკავებული. ანუ 259 საწოლიდან შევსებულია 217. ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე კვირიდან იქნება ზეწოლის შემცირება, რადგან საავადმყოფოებს მიმართავენ ადამიანები, სხვადასხვა დაავადებებითაც: სიმსივნით, გულის და სისხლძარღვთა პრობლემებით. ეს ნიშნავს, რომ საავადმყოფოებს აკითხავენ კოვიდ-19-ითაც და სხვა დაავადებებითაც, ამიტომ გასული კვირა ძალიან რთული გვქონდა. 

დაბლოკვა, რომელიც ამჟამად არსებობს არაფრის მომტანი არ არის. კარანტინს არ აქვს შედეგები. აქედან გამომდინარე, ვაცხადებ, რომ უნდა გაიხსნას სკოლები და მაღაზიები. 

გარდა ამისა, იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ ხალხით გადატვირთულობა პარკებსა და სკვერებში, საჭიროა ზუსტადაც, რომ გაიხსნას კაფეები. ვფიქრობ, რომ სიტუაცია ასე უკეთესად გაკონტროლდება. უკეთესია ხალხი მაგიდებთან პირბადეებით იჯდეს, ვიდრე მიირთმევს, ნაცვლად იმისა, რომ პარკებში ისხდნენ ერთმანეთის გვერდით, დისტანციის გარეშე. 

ასევე, არასწორია 18:00 საათიდან გადაადგილების აკძრალვა, რადგან ამ დრომდე დიდი რაოდენობით ადამიანები იყრიან თავს, განსაკუთრებით სუპერმარკეტებში,” აცხადებს პაგონი.

 

onalem

ტესტ