fbpx
საბერძნეთი

ლესვოსთან გემის ჩაძირვის შედეგად დაკარგულებიდან მხოლოდ 1 გარდაცვლილი იპოვეს – 12 ადამიანი ამ დრომდე გაუჩინარებულია

ბერძნული მედიის მიერ გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ გადაარჩინეს მამაკაცი, რომელიც კუნძულ ლესვოსთან გემის ჩაძირვის შედეგად გაუჩინარებულთაგან ერთადერთი გადარჩენილია ამ დრომდე. რაც მეტი დრო გადის, მით უფრო მცირდება შანსები, რომ დანარჩენებს ცოცხლებს იპოვიან.

ამავე წყაროზე დაყრდნობით, ეგვიპტელი მამაკაცი მსუბუქად არის დაშავებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ის ფაქტობრივად, სასწაულებრივად გადარჩა. მისი თქმით, დაინახა, როგორ გადახტნენ სხვებიც ზღვაში, თავის გადასარჩენად, როცა გემი იძირებოდა, მაგრამ არცერთს არ ეცვა სამაშველო ჟილეტი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ევაკუაცია არ იყო ორგანიზებული მინიმალურ დონეზეც კი.

მოგვიანებით იპოვეს ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრი, რომელიც თავად ეგვიპტელმა მამაკაცმა ამოიცნო, დანარჩენი 12 ადამიანის ძებნა კი კვლავ მიმდინარეობს.

 

onalem

ტესტ