fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ნოემბრის არასტაბილური დასასრული საბერძნეთში – ხვალ უხვი ნალექი და ქარი ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე

დღეს საბერძნეთში, მზიანი ამინდის მიუხედავად, მაინც გვაქვს სუსხი და ტემპერატურის ვარდნა საკმაოდ შესამჩნევია. სინოპტიკოსთა პროგნოზით, კლიმატური ფენომენი, რომელიც შაბათ-კვირას გვქონდა, მთლიანად შესუსტდა, თუმცა, ახლა მას სხვა შეენაცვლება. ნოემბრის მიწურული საკმაოდ არასტაბილურია, დღეს ღამიდან მოსალოდნელია უამინდომა “კატეგორიით 4” და ის სამი დღის მანძილზე შენარჩუნდება.

დღეს საღამოდან მოიმატებს ღრუბლიანობა ძირითადად სამხრეთითა და დასავლეთით, იწვიმებს პელოპონისოსა და ზოგადად, დასავლეთ საბერძნეთის რეგიონებში.

ხვალ, 28 ნოემბერს, ფენომენი კიდევ უფრო გაძლიერდება და ნალექი დაფიქსირდება საბერძნეთის უმეტეს ტერიტორიაზე, ნალექი განსაკუთრებით უხვი იქნება სამხრეთ და დასავლეთ პელოპონისოში, იპიროში, კიკლადესისა და ევიის ტერიტორიაზე.

წვიმა ასევე დაატყდება თავს იონიის კუნძულებსა და თრაკის. უამინდობა შენარჩუნდება 29 ნოემბრამდე, შემდეგ კი, შედარებით შესუსტდება და ამინდი დასტაბილურდება.

onalem

ტესტ