fbpx
საბერძნეთი

ათენის ცენტრში, კლავთმონოს მოედანზე, საშობაო ნაძვის ხე “გაძარცვეს” – კადრები

ათენი საშობაოდ მოირთო და გარდა ძირითადი ნაძვის ხისა, რომელიც დედაქალაქის ცენტრში განათდა და სასიამოვნო სადღესასწაულო განწყობა შექმნა, ნაძვის ხეები დადგეს ათენის სხვა უბნებშიც.

როგორც ჩანს, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აზრად ხის გაძარცვა მოსდით და ამ ყველაფრის გაკეთება ათენის ერთ-ერთ ცენტრალურ სკვერში გადაწყვიტეს. კერძოდ, საუბარია კლავთმონოს მოედანზე მდებარე ნაძვის ხეზე, რომელსაც ნათურები და სათამაშოები შემოაცალეს და აშკარაა, რომ იმ სიმაღლემდე აქვს შემოცლილი, რამხელაზეც ადამიანის ხელი მისწვდა.

“სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. ასეთი ფაქტები, ყოველ წელს გვაქვს და არა მარტო აქ, არამედ სხვა სკვერებშიც, მაგალითად აგიოს პანტელეიმონაზე, ატიკის მოედანსა და აგიოს პავლოზე მდებარე ხეებზე,” ამბობს ათენის მერის მოადგილე, საკის კოლატოსი.

onalem

ტესტ