fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ახალგაზრდებისა და ბავშვების უეცარი გარდაცვალების ფაქტებმა იმატა?!

პრაქტის მიხედვით, არსებობს განცდა, რომ საბერძნეთში ახალაგზრდებსა და ბავშვებში უეცარი გარდაცვალების შემთხვევებმა იმატა. და მაინც, რას ნიშნავს აუხსნელი და უეცარი სიკვდილი?! სამწუხაროდ, ქვეყანაში ნამდვილად არსებობს შეგრძნება, რომ გარდაცვალების მსგავსი შემთხვევების თავისებური “ეპიდემია” სულ უფრო და უფრო მწვავდება.

საბერძნეთის სასამართლო ექსპერტიზის საზოგადოების პრეზიდენტი, გრიგორის ლეონი შემდეგ კომენტარს აკეთებს: “პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ზუსტი სურათი, ნამდვილად ფიქსირდება თუ არა საბერძნეთში უეცარი, ერთი შეხედვით უმიზეზო გარდაცვალებების ზრდა, გვექნება ორი წლის შემდეგ, როდესაც სტატისტიკური მონაცემების დამუშავება დასრულდება. მაგრამ პირადად მე რასაც ვაკვირდები, ნამდვილად არ მგონია, რომ ასეთმა ფაქტებმა განსაკუთრებულად იმატა. რაც შეეხება იმას, რომ სიკვდილის მიზეზები ბევრ შემთხვევაში ვერ დგინდება, ეს ხდება იმიტომ, რომ პროცესი ძალიან შრომატევადია. საბერძნეთში გვაქვს მხოლოდ სამი სპეციალიზირებული ლაბორატორია, თესალონიკში, ათენსა და იოანინაში. შესაბამისად, არსებობს ძალიან ცოტა მეცნიერი და ექსპერტი, რომელთაც კონკრეტული ანალიზების გაკეთება შეუძლიათ,” ამბობს ის.

სულ რამდენიმე დღის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა 35 დღის ბავშვი, გრევენას საავადმყოფოში, თესალონიკში მაისის თვეში 3 წლის გოგონა და 7 წლის ბიჭი დაიღუპნენ, ასევე გაურკვეველი მიზეზით. საზოგადოებისთვის ცნობილია 23 წლის თანასის ზერვას ამბავიც, რომელიც კუნძულ სიფნოსზე უეცრად ცუდად გახდა და მალევე გარდაიცვალა, ეს ყველაფერიც უეცრად, სანაპიროზე ყოფნისას მოხდა. ასეთი შემთხვევების თვლა საკმაოდ შორს წაგვიყვანს, რეგიონებისა და ასაკის მიხედვით.

ექსპერტთა ვარაუდით, უმეტეს შემთხვევაში სიკვდილის მიზეზად გულის პათოლოგია სახელდება. კარდიოლოგიის პროფესორის, სპიროს პაპაიოანუს ცნობით, უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ ყოველ 100.000 ადამიანზე 3-დან 1 უეცრად იღუპება და საავადმყოფოებში კლინიკური აქტივობიდან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ ფიქსირდება აღმავალი ტენდენცია.

onalem

ტესტ