fbpx
საბერძნეთი

“ოქროს განთიადის” ლიდერი, იანის ლაგოსი, ბელგიაში საკუთარ სახლში დააპატიმრეს

“ოქროს განთიადის” ერთ-ერთი ლიდერი და ევროპარლამენტარი, იანის ლაგოსი, ინტერპოლმა ბელგიაში, საკუთარ ბინაში დააკავა. მისი დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც ევროპარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა და ამის შესახებ ინფორმაცია გადაეცა საბერძნეთის პოლიციასა და ინტერპოლს.

იანის ლაგოსს აქამდეც მკაცრად აკონტროლებდა პოლიცია, რადგან ის ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას ელოდებოდა. შეგახსენებთ, რომ პოლიტიკოსს 2020 წლის 7 ოქტომბერს 13 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ნიკოს მიხალოლიაკოსთან ერთად, კრიმინალური ორგანიზაცია “ოქროს განთიადის” ხელმძღვანელობისთვის.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტარების მანდატი არის ეროვნული მანდატი და არ შეიძლება მოხსნილი იქნას სხვა რომელიმე ორგანოს მიერ. როდესაც ევროპარლამენტი ხსნის იმუნიტეტს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სასამართლო ორგანოებს ეძლევათ უფლება, მიიღონ შესაბამისი ზომები.

მიუხედავად ყველაფრისა, ლაგოსი ისევ ევროპარლამენტარად რჩება და ინარჩუნებს ისეთ პრივილეგიებს, როგორიცაა მაგალითად: ხელფასი, პატიმრობის დროსაც კი.

onalem

ტესტ