fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მოხუცი პანიკაში ჩავარდა, როცა გაიგო, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა გაუკეთეს

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა პატრაში, ვაქცინაციის ერთ-ერთ ცენტრში მოხდა. მოხუცი მამაკაცი დანიშნულ ვიზიტზე მივიდა, ვაქცინა გაიკეთა და მოსაცდელში იმყოფებოდა, სადაც, ჩვეულებრივ, 15 წუთის მანძილზე ჩერდებიან, ნებისმიერი შესაძლო ალერგიული რეაქციის გასაკონტროლებლად.

ირკვევა, რომ სწორედ ამ დროს ადგილზე მივიდა სხვა მამაკაციც, რომელსაც არჩეული ჰქონდა, რომ ვაქცინაცია უნდა გაეკეთებინა AstraZeneca-ს მიერ წარმოებული წამლით. როდესაც მოხუცმა ეს გაიგო, ექთანს ჰკითხა, თუ რომელი წამალი გაუკეთეს და როდესაც უპასუხეს, რომ აღნიშნულ ცენტრში მხოლოდ AstraZeneca-ს ვაქცინით ხდებოდა აცრები, პანიკაში ჩავარდა.

მას არ ჰქონია არანაირი ალერგიული გამოვლინება, თავს არაჩვეულებრივად გრძნობდა, თუმცა, მხოლოდ იმის გაგებამაც კი, რომ აღნიშნული ვაქცინა გაიკეთა, პანიკაში ჩააგდო და იქაურობა უშვერი სიტყვების ძახილით დატოვა.

როგორც პროფესორები აცხადებენ, აღნიშნული ვაქცინის გაკეთების ფონზე თრომბოზის განვითარება უიშვიათეს შემთხვევებში ფიქსირდება.

 

onalem

ტესტ