fbpx
საბერძნეთი

ათენში 38 წლის ემიგრანტ ქალს ეძებენ, რომელიც 18 მაისს გაუჩინარდა

38 წლის ემიგრანტ ქალს ათენში უკვე რამდენიმე დღეა უშედეგოდ ეძებენ. საქმეში ჩართულები არიან სხვადასხვა ორგანიზაციები.

ერმალდა არაპი 18 მაისს გაქრა და მას შემდეგ კონტაქტზე არავისთან გამოსულა. ის გიზის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან გავიდა და გაუჩინარდა.

ერმალდას აქვს თაფლისფერი თვალები და არის გამხდარი, 1,73 სმ სიმაღლის.

“Γραμμή Ζωής”-ის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მისი სიცოცხლე საფრთხეშია. თუკი ვინმემ რაიმე იცის ახალგაზრდა ქალის შესახებ უნდა დარეკოს ნომერზე: 1065.

 

 

 

onalem

ტესტ