fbpx
კრიმინალი

ბერძენმა მამაკაცმა 25 წლის წინ ჩადენილი ქურდობა აღიარა და თანხა უკან დააბრუნა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, უპრეცენდენტო შემთხვევა კრეტაზე მოხდა. 48 წლის ბერძენმა მამაკაცმა 25 წლის წინ ჩადენილი დანაშაული აღიარა და მოპარული თანხა უკან დააბრუნა.

გასაოცარია, მაგრამ მან 1996 წელს ალიკარნასოში, ერთ-ერთი ბანკი გაძარცვა და 450.000 დრაჰმი მოიპარა. ეს მოხდა მაშინ, როცა მამაკაცი სტუდენტი იყო. დღეს კი, მან პოლიციაში საკუთარი დანაშაული აღიარა და ბანკში თანხა დააბრუნა. დღევანდელ ვალუტაში კი, მის მიერ მოპარული თანხის ექვივალენტი არის 1.330 ევრო.

კრეტელმა ოფიცრებს ისიც აუხსნა, თუ რა გარემოებების გამო აღიარა დანაშაული 25 წლის შემდეგ და დეტალურად აღწერა, როგორ შეძლო ბანკიდან 450.000 დრაჰმის გატანა. ისიც განმარტა, რომ ჰქონდა ვალი, რომელიც აზარტული თამაშების გამო დაედო და თანხაც ამიტომ მოიპარა.

როგორც ცნობილი გახდა, მამაკაცის მიერ დაბრუნებული ფული სესხებისა და დეპოზიტების განყოფილებაში გადაირიცხება.

 

 

onalem

ტესტ