fbpx
კრიმინალი

ბერძენმა მამაკაცმა, მას შემდეგ, რაც ცოლი მოკლა, მეგობრებთან ერთად ყავის დასალევად წავიდა

საზოგადოება შეძრა სალამინაში მომხდარმა მკვლელობამ, რომელსაც 43 წლის ქალი, გეორგია შეეწირა. მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლს სიცოცხლეში რამდენჯერმე ჰქონდა პოლიციისთვის შეტყობინებული ქმრის მხრიდან ძალადობის შესახებ, მისი დაცვა საბოლოოდ, ვერავინ შეძლო.

როგორც ჩანს, 71 წლის მამაკაცს ქალის მკვლელობა დაგეგმილი ჰქონდა და როგორც ამტკიცებს, მიზეზი ღალატი იყო, ამბობს, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე გადაწყვიტა მისი მოკვლა. ერჩივნა, რომ მოეკლა, ვიდრე უბრალოდ ურთიერთობა გაეწყვიტა.

მედიის ცნობით, წყვილი ერთად ბოლო 7 წელი იყო და მამაკაცი 43 წლის გეორგიაზე ხშირად ძალადობდა, სწორედ გასულ პარასკევს ცემით იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ ქალი დამხმარე Π-ის საშუალებით გადაადგილდებოდა.

ყველაზე შოკისმომგვრელი ის არის, რომ მას შემდეგ, რაც მამაკაცმა ქალს ესროლა და სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, კერაცინში მეგობრებთან შესახვედრად და ყავის დასალევად წავიდა და იქ 2 საათი დაჰყო, ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყო.

ამ დროისთვის მამაკაცი დაკავებულია, განზრახ მკვლელობის ბრალდებით. აღსანიშნავია, რომ ის სკოლის სამარშუტო ტაქსის მძღოლად მუშაობდა.

 

onalem

ტესტ