fbpx
კრიმინალი

ათენის აეროპორტი: რის გამო დააკავეს 50 წლის მამაკაცი საზღვრის გადმოკვეთისას?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენის აეროპორტში 50 წლის მამაკაცი ბარგის შემოწმების შედეგად აიყვანეს.

კერძოდ, მამაკაცი, რომელიც კანადის მოქალაქეა, საბერძნეთში შემოსვლას პაკისტანიდან ცდილობდა, მანამდე კი კატარში იმყოფებოდა.

როდესაც ბარგში საეჭვო ნივთები შენიშნეს, სპეციალურმა სამსახურმა ის დაუყოვნებლივ გაჩხრიკა და შედეგად 6 კგ ჰეროინი აღმოუჩინეს, რომელიც ორ პაკეტში ჰქონდა მოთავსებული, თუმცა, ჩემოდნის ბოლოში ჰქონდა დამალული.

გარდა ამისა, მას ჩამოართვეს 300 ევრო და 500 გირვანქა სტერლინგი.

დაკავებული ათენის პროკურატურაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ