fbpx
კრიმინალი

“ყველა ძვალი დამტვრეული აქვს და მათ კანიდან ამოწეულს ვხედავდი” – საბერძნეთის პოლიციამ ბოშები დააკავა, რომლებმაც 77 წლის ქალი მოკლეს

საბერძნეთის პოლიციამ ბოშების ბანაკებში რეიდები ჩაატარა და აგიი თეოდორის ტერიტორიაზე 77 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით მამაკაცები დააკავეს. ცნობილი ხდება შემთხვევის მეტი დეტალი, რაც ისტორიას კიდევ უფრო ტრაგიკულს ხდის.

გარდაცვლილი ქალის ვაჟი ტელეკომპანია ANT-თან ჰყვება, რომ მის დედას სხეულზე თითქმის ყველა ძვალი დამტვრეული აქვს, რადგან მანქანით ზედ შესდგნენ და რამდენჯერმე გადაუარეს:

“ჯერ მაშინ დაეჯახნენ, როდესაც წინ გადაუდგა და სამი მეტრის სიშორეზე გადააგდეს. შემდეგ მანქანით ზედ რამდენჯერმე გადაუარეს და სხეულის ყველა ძვალი დაუმტვრიეს. დედაჩემი ჭარბწონიანი ქალი იყო და როცა ის ვნახე, მისი კისერი უკვე შავი და თითქოს ორჯერ დიდი იყო. ქალი მიწასთან გაასწორეს. მის დამტვრეულ ძვლებს კანიდან ამოსულებს ვხედავდი. ადგილზე მოკვდა, სულ რამდენიმე წამში…”

როგორც უკვე ცნობილია, აგიი თეოდორიში ბოშებმა ქალის გაძარცვა სცადეს, თუმცა, ვინაიდან წინააღმდეგობა გაუწია, ოქროს ყელსაბამი ვერ წაართვეს და მას მანქანით განზრახ დაეჯახნენ.

დანაშაულის ქრონიკა:

onalem

ტესტ