fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ამინდის ცვლილება საბერძნეთში: წვიმა, ჭექა-ქუხილი და ძლიერი ქარი

ბერძენი სინოპტიკოსების ინფორმაციით, საბერძნეთში მზიანი ამინდების შემდეგ ძლიერი წვიმა გველის, რომელსაც თან ჭექა-ქუხილი და ქარიც მოჰყვება. როდიდან გაუარესდება ამინდი?!

იანის კალიანოსის ცნობით, ორშაბათიდან წვიმა დასავლეთ საბერძნეთშია ნავარაუდევი, ხოლო სამშაბათს და ოთხშაბათს უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება. განსაკუთრებით უხვი ნალექია მოსალოდნელი იონიისა და ეგეოსის ზღვის კუნძულებზე.

ატიკის რეგიონში იწვიმებს სამშაბათსა და ოთხშაბათს და ქოლგა ჩვენი აუცილებელი აქსესუარი გახდება ორი დღის მანძილზე.

რაც შეეხება საბერძნეთის მთიან რეგიონებს, თოვლი მოსალოდნელია ზღვის დონიდან 900-1000 მეტრის სიმაღლეზე, ძირითადად მაკედონიის ტეროტორიაზე.

 

onalem

ტესტ