fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

მძღოლის გარეშე დაგორებული ავტობუსი თესალონიკში და მორიგი ავარია ათენში

დღეს საბერძნეთის ორივე დიდ ქალაქში სამგზავრო ავტობუსების ავარიები დაფიქსირდა. თესალონიკის შემთხვევა ბევრად გამაოგნებელია, ვინაიდან, ავტობუსი მძღოლის გარეშე დაგორდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსში ორი მგზავრი იმყოფებოდა, როდესაც დაგორდა და ამ დროს მძღოლი ადგილზე არ იყო. დაახლოებით 25 მეტრის გავლის შემდეგ, მძღოლმა, რომელიც საკუთარ ავტობუსს მისდევდა. მისი გაჩერება შეძლო.

რაც შეეხება OASA-ს ავტობუსს, სხვა მანქანასთან შეჯახების შემდეგ, ადგილზე საჭირო გახდა ექვსი მეხანძრის მობილიზება, რათა შიგნით მოყოლილი დაშავებული მძღოლი გამოეყვანათ.

onalem

ტესტ