fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: დააკავეს მამაკაცი, რომელიც მეზობელი ქალის სახლში შედიოდა და საცვლებს იპარავდა

კიატოს პოლიცია წარმოუდგენელი ინციდენტის წინაშე დადგა, რადგან მოუწიათ დაეკავებინათ მამაკაცი, რომელიც ახლა საკუთარი მეზობლის საცვლების ქურდობაშია ბრალდებული.

ბერძნული მედიის ცნობით, ქალბატონმა მამაკაცს ფაქტზე წაასწრო, ის საძინებელში იმყოფებოდა და მორიგი ქურდობის ჩადენას ცდილობდა, სწორედ ამ დროს შევიდა ქალიც ოთახში. მან მაშინვე გააცნობიერა, თუ რატომ აკლდა ამდენი საცვალი ბოლო დღეებში, მიხვდა, რომ მამაკაცი იპარავდა მათ.

ქურდობის მსხვერპლმა ქალბატონმა მაშინვე პოლიცია გამოიძახა და დამნაშავე დააკავეს, როგორც გაირკვა, ის ბოლო პერიოდის მანძილზე სახლში ჩუმად შედიოდა და მის საცვლებს იპარავდა.

დაკავებული შესაბამის უწყებაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ