fbpx
საბერძნეთი

“2020 წელი საბერძნეთისთვის დაკარგული წელია” – საბერძნეთის ტურიზმის კონფედერაციის პრეზიდენტი

საბერძნეთის ტურიზმის კონფედერაციის პრეზიდენტმა, იანის რეცოსმა 2020 წელს ტურიზმისთვის დაკარგული წელი უწოდა. THEMA 104.6-სთან საუბრისას მან განაცხადა:

“ფაქტია, რომ ეს არის უპრეცენდენტო კრიზისი, რომელიც აქამდე არ გამოუცდია, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, არამედ მთელ პლანეტას. თვალი უნდა ადევნო მოვლენების განვითარებას, რადგან ყველაფერი მუდმივად იცვლება. ამ დღეების მანძილზე უამრავი ფაზა გავიარეთ და თავდაპირველად არავის შეეძლო კრიზისის მაგნიტუდის განსაზღვრა. ახლა მეტნაკლებად გაცნობიერებული გვაქვს დანაკარგის სიღრმე და ვცდილობთ, ვიპოვოთ ის ჰორიზონტი, საიდანაც ეკონომიკას ფეხზე დავაყენებთ. არავის სჯერა, რომ პლანეტის ეკონომიკა უსაფრთხო დონეზე იქნება მომდევნო რამდენიმე თვე.

2020 წელი ტურიზმის ინდუსტრიისთვის ფაქტობრივად დაკარგულ წლად უნდა განვიხილოთ. მიუხედავად ამისა, საბერძნეთმა მსოფლიოში გაზარდა თავისი ნდობის მაჩვენებელი და ბევრად უსაფრთხო ქვეყნად ითვლება სხვებთან შედარებით. ახლა ოპტიმიზმის საფუძვლად მხოლოდ ადგილობრივი ტურიზმი უნდა ჩავთვალოთ, შემდეგ კი უკვე ვიმედოვნებთ, რომ ვაქცინა გვექნება ვირუსის საწინააღმდეგოდ, ხოლო ევროპის ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები მხარს დაუჭერენ ავიაკომპანიებს ამუშავებაში.

2021 წელი სავარაუდოდ იქნება აღმდგენი იმისა, რაც 2020-ში დავკარგეთ, ხოლო 2022 წელს იგივე შედეგებამდე მივალთ, რაც 2018 და 2019 წლებში გვქონდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესები და მათი თანამშრომლები ახლა 2020 წელს გაუმკლავდნენ.” 

onalem

ტესტ