fbpx
საბერძნეთი

“ფინანსური დახმარების პროგრამას მაისშიც გავაგრძელებთ” – საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი

საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა, ხრისტოს სტაიკურასმა ტელეკომპანია SKAI-სთან საუბრისას განმარტა, რომ საბერძნეთი ევროკავშირისგან დახმარების პროგრამებს წარმატებით იღებს და ქვეყანას უკვე აქვს 4 მილაირდის ოდენობის პაკეტი მიღებული აპრილ-მაისის თვეების ჩათვლით, თუმცა, ეს ყველაფერი არ არის.

სტაიკურასის თქმით, პოტენციურად, ევროკავშირის გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, საბერძნეთს აქვს საშუალება, რომ მიიღოს 7-დან 8 მილიარდამდე ოდენობის დახმარების პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფს უმშევარი მოსახელობისა და ბიზნესების დახმარებასა და ხელშეწყობას მაისშიც, რომ არ განიცადონ ფინანსური კატასტროფა.

“ჩვენი გეგმა არის, ფინანსური დახმარების პაკეტის გამეორება. მხოლოდ, იმის მიხედვით, თუ რა მდგომარეობა იქნება ქვეყანაში და რა ვითარება იქნება მომდევნო პერიოდში,” თქვა მინისტრმა.

შემდეგ კვირაში მოსალოდნელია, რომ საბერძნეთში კორონავირუსის საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით დაკეტილი დაწესებულებების თანამშრომლებს 800 ევრო დაერიცხოთ. სწორედ მსგავსი სახის დახმარებაზე საუბრობს ფინანსთა მინისტრი მაისის თვეშიც. თუმცა, თანხის რაოდენობა დამოკიდებული იქნება მოვლენების განვითარებაზე.

თანხა ეკუთვნით იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობენ, მაგრამ მათი დამსაქმებელი კომპანიების შემოსავლები საგრძნობლად დაეცა.

onalem

ტესტ