fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: პანიკა თვითმფრინავის ბორტზე, სადაც მოულოდნელად განგაშის სიგნალი ჩაირთო

გავრცელებული ინფორმაციით, კრეტას, კერძოდ კი, ირაკლიოს მიმართულებით მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე პანიკა შეიქმნა.

როგორც ირკვევა, თვითმფრინავის ირაკლიოში, ნიკოს კაზანძაკის სახელობის აეროპორტში დაჯდომისთანავე ბორტზე განგაშის სიგნალი ჩაირთო და მგზავრებში ამ ფაქტმა პანიკა გამოიწვია. მალევე აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც პოლონეთიდან არის, ხომალდის საპირფარეშოში სიგარეტს ეწეოდა.

49 წლის პოლონელი თვითმფრინავიდან ჩამოსვლისთანავე დააკავეს, მგზავრებს კი შეატყობინეს, რომ ბორტზე სხვა პრობლემა არ არსებობდა და ყველამ უსაფრთხოდ გადაინაცვლა აეროპორტში.

onalem

ტესტ