fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

წარმოუდგენელი შემთხვევა: დააკავეს 4 ადამიანი, რომელმაც დატბორილი სახლებიდან საწოლი და ტექნიკა მოიპარა

მაშინ, როცა თესალიის მოსახლეობა საკუთარ ჭრილობებს ითვლის, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიტუაციით სარგებლობენ და ისედაც სასოწარკვეთილ ადამიანებს პარავენ იმასაც, რაც დარჩათ.

ტრიკალასა და ვოლოსში წარმოუდგენელი შემთხვევები დაფიქსირდა. პოლიციამ დააკავა 4 ადამიანი, რომელმაც დატბორილი სახლებიდან ნივთები მოიპარა. ისინი შევიდნენ სახლებში, რომლებშიც სულ ორი-სამი დღის წინ წყლის დონე 2 მეტრს აღწევდა და მეპატრონეებმა დაუყოვნებლივ დატოვეს იქაურობა.

ვოლოსში, როგორც გაირკვა, მოიპარეს საოჯახო ტექნიკა, ხოლო ტრიკალაში, არც მეტი, არც ნაკლები, საწოლი გაიტანეს სახლიდან.

აღნიშნული შემთხვევებიდან გამომდინარე, საბერძნეთის პოლიციამ დაიწყო პატრულირება, რათა თავიდან აიცილონ მოროდიორობა.

onalem

ტესტ