fbpx
საბერძნეთი

დღეიდან საბერძნეთში ტაქსიში ორი მგზავრი დასაშვები იქნება, ასევე კერძო მანქანებში

გავრცელებული ინფორმაციით, დღეიდან, 8 მაისიდან, ტაქსიში ორი ადამიანის ჩაჯდომა (მძღოლის გარდა) დასაშვები გახდა.

ამ დრომდე ტაქსით მგზავრობა მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო, ახლა კი ერთ მანქანას შეეძლება ორ მგზავრს მოემსახუროს.

გარდა ამისა, დასაშვები იქნება კერძო მანქანებში ორი ადამიანის ჩაჯდომა, ცხადია, მძღოლის გარდა, ვინაიდან ამ დრომდე 150 ევროიანი ჯარიმა იყო განსაზღვრული, თუკი ერთ მანქანაში სამი ადამიანი აღმოჩნდებოდა.

მიუხედავად ამისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ტაქსიში ნიღბის ტარება აუცილებელია როგორც მგზავრის, ასევე მძღოლისთვის. მისი გამოუყენებლობის შემთხვევაში კანონდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა, 150 ევროს ოდენობით.

 

onalem

ტესტ