fbpx
ჯანმრთელობა

კვლავ უმნიშვნელო რიცხვები საბერძნეთში – ნახეთ დღევანდელი მონაცემები

სოტირის ციოდრასის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 13 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, ხოლო საერთო ჯამში ვირუსით დაავადების 2.691 შემთხვევაა გამოვლენილი.

დღეს გარდაიცვალა 2 ადამიანი, რამაც კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 150-მდე გაზარდა.

საბერძნეთში 10.7 მილიონი მოსახლეა, რის ფონზეც ქვეყანა ამ დრომდე რეკორდულად დაბალი მონაცემებით მიდის, ევროპის ქვეყნებთან შედარებით. ის, კორონავირუსთან ბრძოლის მხრივ, მსოფლიოსთვის მაგალითად იქცა.

ზომების მოხსნა 4 მაისიდან დაიწყო და 11 მაისისთვის უკვე სკოლების ნაწილიც იხსნება. ასევე გაიხსნება მაღაზიები და ავტოსკოლები.

რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია მხოლოდ 32 პაციენტი.

ჯანდაცვის სამინისტრო და ბერძენი პოლიტიკოსები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ყოფილი მინისტრის და ბრწყინვალე მეცნიერისა და ექიმის, დიმიტრის კრემასტინოსის გარდაცვალების გამო, რომელიც სწორედ კორონავირუსით დაიღუპა.

onalem

ტესტ