fbpx
საზოგადოება

მაღაზიების მუშაობის განრიგი და წესები 11 მაისიდან – ნიკოს პაპათანასისის განცხადება

როგორც უკვე ცნობილია, 11 მაისს საბერძნეთში მაღაზიები იხსნება და 155.962 თანამშრომელი სამსახურში ბრუნდება. განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრის მოადგილემ, ნიკოს პაპათანასისმა კონკრეტული განცხადებები გააკეთა, თუ რა გრაფიკითა და წესებით იმუშავებს საცალო ვაჭრობის მაღაზიები.

კერძოდ, მომდევნო ორშაბათიდან იხსნება:

ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები
ტექნიკის მაღაზიები
ქსოვილების მაღაზიები
ავეჯისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიები
საღებავებისა და სამშენებლო მასალების მაღაზიები
აუდიო-ვიდეო აპარატურის მაღაზიები
საიუველირო მაღაზიები
ტყავის ნაწარმის მაღაზიები
სათამაშოების მაღაზიები
ახალი და მეორადი ნივთების მაღაზიები
საათების მაღაზიები
კოსმეტიკის მაღაზიები
ხალიჩების მაღაზიები.

მაღაზიები მუშაობას დაიწყებენ არა 09:00, არამედ დილის 10:00 საათიდან, ხოლო საღებავების და სამშენებლო მასალების მაღაზიებს უფლება აქვთ მუშაობა დილის 07:00 საათიდან დაიწყონ.

ყველა მაღაზიაში აუცილებელია 1.5 მეტრიანი დისტანციის დაცვა, ხოლო ნიღბის გამოყენება თანამშრომლის ან კლიენტისთვის სავალდებულო არ არის.

ასევე, ექსპერტების რეკომენდაციაა ნუ ისარგებლებთ ლიფტით. თუკი ეს აუცილებელია, ლიფტში უნდა შეივსოს სივრცის მხოლოდ 40%. უმჯობესია ლიფტი გამოიყენონ მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა.

11 მაისიდან იხსნება ასევე ავტოსკოლები, სადაც აუცილებელია ნიღბის ტარება.

 

onalem

ტესტ