fbpx
საზოგადოება

“დიდი გასეირნება”: პანდემია ათენს უკეთესობისკენ ცვლის – რას წერს უცხოური მედია

ათენში მიმდინარე ცვლილებებმა, განსაკუთრებით, “დიდი გასეირნების” მოპირკეთების თემამ უცხოური მედიის დიდი ინტერესი დაიმსახურა.

გერმანული გაზეთი, Badische Zeitung, საბერძნეთის დედაქალაქს სტატიას უძღვნის, სათაურით: “ახალი ათენი”. როგორც კოსტას ბაკოიანი აცხადებს, ათენი ბევრად უფრო ჰუმანური ქალაქი უნდა გახდეს. უნდა განხორციელდეს პროექტები, რომლებიც ბოლო ათწლეულებში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ვერ მოხერხდა.

Al Jazeera წერს, რომ ათენი ხდება ბევრად უფრო მწვანე ქალაქი, რომელიც მეტად ორიენტირებული იქნება ქვეითად მოსიარულეებისთვის სივრცის გამოყოფასა და ველოსიპედით გადაადგილებაზე. რომ ეს არის განვითარების გზა, რომელიც ხვალ დედაქალაქში კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს.

Rheinische post აღნიშნავს, რომ ათენს კორონავირუსის პანდემია უკეთესობისკენ ცვლის. დიდი აქცენტი კეთდება ომონიაზეც, რომელსაც ბევრი ბერძენი გაურბოდა და ცდილობდა იქ გავლისთვის თავი აერიდებინა, მაგრამ ახლა, ბაკოიანი აცხადებს, რომ ომონიის მოედანმა, რომელსაც უდიდესი ისტორია და მნიშვნელობა აქვს დედაქალაქისთვის, დაიბრუნა თავისი ხიბლი და თავისუფლად შეიძლება გახდეს გზაჯვარედინი თითოეული ადამიანისთვის.

onalem

ტესტ