fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

9 წლის ჯორჯინა მოკლეს! შოკისმომგვრელი დასკვნა გამოძიების შედეგად

პატრაში 9 წლის გოგონას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით შოკისმომგვრელი დასკვნა დაიდო – ჯორჯინას სიკვდილი კრიმინალური დანაშაულის შედეგია.

გავრცელებული ინფორმაციით, 1 თვის მანძილზე განუწყვეტელი გამოძიებისა და ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შედეგებმა ცხადყო, რომ ბავშვის გარდაცვალება დანაშაულებრივი ქმედებით არის განპირობებული.

9 წლის გოგონას ცხედრის გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ ცხვირის ძვალში არსებობს დაზიანებები, რომლებიც ტოქსიკური, შხამიანი გაზების შესუნთქვის შედეგად ვითარდება.

მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, პატარა გოგონამ მომწამვლელი აირი ჩაისუნთქა, რის შედეგადაც გული გაუჩერდა და მოულოდნელად გარდაიცვალა. ამ ეტაპზე გამოძების მთავარი ამოცანაა ეჭვმიტანილთა სიის შედგენა და მტკიცებულებების შეფასების შემდეგ მკვლელისა და მისი მოტივების გამოკვეთა.

პატრაში მცხოვრები ოჯახის სამივე შვილის გარდაცვალების საქმე “სტატისტიკურ” პარადოქსად მიიჩნეოდა და თავიდანვე არსებობდა დიდი შეუსაბამობები ფაქტებს შორის, განსაკუთრებით 9 წლის ჯორჯინას შემთხვევაში.

onalem

ტესტ