fbpx
საბერძნეთი

ხვალიდან ამინდის გაუარესება საბერძნეთში – სამოქალაქო დაცვის სამინისტროს მიმართვა მოსახლეობას

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტრო მიმართავს იმ რეგიონების მოსახლეობას, სადაც ხვალიდან ამინდის გაუარესება და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

კერძოდ, ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი წვიმა და ქარი მოსალოდნელია შემდეგ ტერიტორიებზე:

იპირო, სტერეა, დასავლეთ პელოპონისო, თესალია, სპორადესის კუნძულები, ცენტრალური მაკედონია, აღმოსავლეთ მაკედონია და თრაკი, ევია, კიკლადესის კუნძულები, კრეტა, დოდეკანესის კუნძულები.

სინოპტიკოსები ხვალ საღამოს თოვლსაც კი ვარაუდობენ დასავლეთ მაკედონიის ჩრდილოეთ ნაწილში.

ოთხშაბათისთვის მოსალოდნელია, რომ ტემპერატურა 5-7 გრადუსით დაეცეს.

სამოქალაქო დაცვის სამინისტრო მოუწოდებს და აფრთხილებს მოსახლეობას, ძლიერი წვიმისა და ქარის დროს მოერიდონ არააუცილებელ გადაადგილებას, განსაკუთრებით ხიდებზე, წყლის არხებთან და ა.შ. ამასთანავე, უზრუნველყონ შინაური ცხოველებისა და ნივთების უსაფრთხოება.

onalem

ტესტ