fbpx
საზოგადოება

“სამივე ბავშვი შაბათ-კვირას გარდაიცვალა, ამაში ადამიანის ხელი ურევია” – პოლიციის ყოფილი გენერლის განცხადება

პატრაში 9 წლის ჯორჯინას გარდაცვალების შესახებ დასკვნის დადებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. როგორც უკვე ცნობილია, გამოძიების დასკვნით, ბავშვი განზრახ მოკლეს. აღნიშნულზე საუბრობს საბერძნეთის პოლიციის გადამდგარი გენერალი, თანასის კატერინოპულო და საკუთარ მოსაზრებას ღიად აფიქსირებს.

“ყველაფერი ერთმანეთს დაუკავშირდება, საქმე შეიკვრება და გავალთ სიმართლემდე, ეს მხოლოდ დროის ამბავია. ჯიუტად ვიმეორებ, რომ სამივე ბავშვის სიკვდილი შაბათ-კვირას დაფიქსირდა, კონკრეტულ დღეებში. ეს ჩემი მოსაზრებით, ნიშნავს, რომ ამ ყველაფერში ადამიანის ხელი ურევია. თუ ბავშვები შაბათ-კვირას იყვნენ საავადმყოფოში, იქ არ ეყოლებოდათ ექიმები და ექთნები. ანუ არ არსებობდა ადამიანი, რომელიც მუდმივ მეთვალყურეობას გაუწევდა მათ. ან შესაძლებელია, რომ უბედურ დედას ვინმე შეენაცვლა, რომ ბავშვებისთვის მიეხედა. ყველაფერი უნდა გაირკვეს, უნდა ვიცოდეთ, ვინ მიაკითხა ბავშვებს, რადგან ჩვენს საზოგადოებაში შური, ბოროტება და ეჭვიანობა, არ არის იშვიათი რამ.

არავის ვადანაშაულებთ, მაგრამ აუცილებელია, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და გამოძიებულ იქნას.

მინდა, რომ აღფრთოვანება გამოვხატო ამ ცოლ-ქმრის მიმართ, რომელსაც ამხელა მოთმინება და გამძლეობა გააჩნია. ისინი იბრძვიან, რომ სიმართლე გამოააშკარავდეს და იმედი მაქვს, ასეც მოხდება,” აცხადებს კატერინოპულო.

onalem

ტესტ