fbpx
საზოგადოება

ბიჭი, რომელიც კუნძულზე აუზში დაიხრჩო, ემიგრანტების შვილია – დედა სახლში დამლაგებლად, ხოლო მამა მებაღედ მუშაობდა

ბერძნული საზოგადოება, განსაკუთრებით, კუნძულ ეგინაზე, 15 წლის ბიჭის გარდაცვალებამ შეძრა. როგორც უკვე ცნობილია, ის მდიდრული სახლის აუზში დაიხრჩო.

ირკვევა, რომ მოზარდი ემიგრანტი ოჯახის შვილი იყო, ისინი ალბანეთიდან არიან და მისი დედ-მამა გერმანიის მოქალაქის ვილაში მუშაობდა, რათა თავი ერჩინათ.

ქალი ვილას უვლიდა და ალაგებდა, ხოლო მისი მეუღლე, ბიჭის მამა, მებაღედ მუშაობდა.

საბედისწერო დღეს, 15 წლის ბიჭმა ისადილა და შემდეგ პირდაპირ აუზზე გავიდა. წყალში ჩაყვინთვა, სავსე კუჭის ფონზე, მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

მისი დედ-მამა და ვილის მფლობელი ადგილზე ინციდენტიდან დაახლოებით 10 წუთში მივიდნენ და ნანახით შოკურ მდგომარეობაში ჩაცვივდნენ.

ბიჭი სასწრაფო დახმარების მანქანით ეგინას ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა, ის უკვე გარდაცვლილი იყო.

დაგეგმილი ექსპერტიზა სიკვდილის ზუსტი გარემოებების დასადგენად.

 

(ფოტო გარეკანზე პირობითია და არ ასახავს რეალობას).

onalem

ტესტ