fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიციის სპეცოპერაცია ათენის ცენტრში – რა იპოვეს ოფიცრებმა?!

ΣΚΑΙ-ს ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ სპეციალური ოპერაცია ათენის ცენტრში, კერძოდ, ექსარხიის ტერიტორიაზე მდებარე ორ შენობაში ჩაატარა. ეს შენობები დერვენიონის ქუჩაზე მდებარეობს და 2015 წლიდან მოყოლებული ოკუპირებული იყო.

ეს არის მეორე ოპერაცია კარანტინის შემდეგ აღნიშნულ ტერიტორიაზე. იქაურობას პროცესის დასრულებამდე იცავდნენ MAT-ის ოფიცრები.

ირკვევა, რომ შენობებში არავინ დაუკავებიათ, მაგრამ ადგილზე დიდი რაოდენობით რკინისა და ხის ხელკეტები იპოვეს. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ანტი-ავტორიტარული დაჯგუფების იარაღს წარმოადგენს.

ექსარხიაში კიდევ 15-მდე შენობაა ოკუპირებული და როგორც სამართალდამცავი სტრუქტურები იუწყებიან, აუცილებლად მოხდება ათენის ცენტრალური უბნის “გასუფთავება” ბოლომდე. ეს აუცილებელია ადგილობრივი მაცხოვრებლების დასაცავად.

 

onalem

ტესტ