fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

თესალონიკი: სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ექიმი სამსახურისა და თავისუფლების გარეშე დარჩა

თესალონიკში არისტოტლეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ სტუდენტური ბანაკის ორგანიზება გადაწყვიტა, რომელიც მათი დასვენებისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა, განტვირთვა საშინელი ინციდენტით დასრულდა. იურიდიული კურსის სტუდენტმა ექიმის მხრიდან სექსუალური ძალადობის ფაქტის შესახებ განაცხადა.

შემთხვევის შემდეგ გოგონა ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა შოკური მდგომარეობიდან: ”რაღაც მომენტში, უბრალოდ, გაყინულივით ვიყავი. როცა მივხვდი, რომ რაღაც უცნაური ხდებოდა, წასვლა მოვითხოვე, თუმცა მან ამის უფლება არ მომცა. მთხოვა, კიდევ რამდენიმე წუთი დავრჩენილიყავი. როცა საცურაო კოსტიუმი გაიხადა, მითხრა სიტყვები ”ჩემო პატარა” და ხელით შემეხო.”

49 წლის ექიმი მეორე დღეს, სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით მუშაობის უფლების შეწყვეტა მიუსაჯეს. აღსანიშნავია, რომ ექიმი 3 წლისა და 5 თვის წინ ექიმების ასოციაციიდან გააძევეს, ვინაიდან 120, 000 ევროს ქურდობაში მონაწილეობდა.

სტუდენტმა დაწერა ღია წერილი, რომელშიც მან დაადანაშაულა ყველა, განსაკუთრებით, ბანაკის ხელმძღვანელი, რომელმაც კარგად იცოდა, თუ რა შეიძლებოდა მომდარიყო და იცავდა კიდეც მას, მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების საფუძველზე.

onalem

ტესტ