fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ლარისა: 60 წლის ყოფილი პოლიციელი არასრულწლოვნებთან სქესობრივ კავშირშია ბრალდებული

გუშინ დილით ლარისას უსაფრთხოების დეპარტამენტმა პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, 60 წლის მამაკაცი დააკავა. როგორც ცნობილია, ის არასრულწლოვნებთან სექსუალური ხასიათის კონტაქტშია ბრალდებული.

კერძოდ, მამაკაცი ბოროტად იყენებდა გოგონების ფინანსურ მდგომარეობას, მათ ფულს აძლევდა, სანაცვლოდ კი სექსუალურ კონტაქტს აიძულებდა. გოგონები დები არიან.

პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც სამსახურიდან რამდენიმე წლის წინ წავიდა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მას საკუთარი ყოფილი თანამშრომლები დააპატიმრებდნენ.

onlarisa.gr-ის ინფორმაციით, 60 წლის მამაკაცი 15 და 17 წლის გოგონებთან საკუთარ სქესობრივ კონტაქტს ვიდეოთი იღებდა. პოლიციამ ამოიღო კომპიუტერი და მეხსიერების ბარათები, რომლებზეც აღნიშნული ვიდეოები ინახებოდა.

დამნაშავე ლარისას პროკურორის წინაშე გუშინ წარსდგა.

onalem

ტესტ