fbpx
საბერძნეთი

78 მეტრიანი ვასილოპიტა პერისტერში, რომელმაც ყველა რეკორდი მოხსნა – კადრები

როგორც უკვე ცნობილია, პერისტერის მერია გიგანტური ვასილოპიტის დამზადებას გეგმავდა და ჩანს, რომ გეგმა სისრულეში მოვიდა. არც მეტი, არც ნაკლები, 78 მეტრიანი ვასილოპიტა 9 ტონას იწონის და ფაქტობრივად, ყველა რეკორდი მოხსნა.

საახალწლო ტკბილეულის გაჭრას, ცხადია, ესწრებოდა პერისტერის მერი, ანდრეას პახატურიდისი, მაგრამ ადგილზე იყვნენ არა მხოლოდ პერიტერის მაცხოვრებლები, არამედ ადამიანები მთელი ატიკიდან.

ვასილოპიტა დაიჭრა 65.000 ნაჭრად და შეიცავდა 200 იღბლიან მონეტას.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ