fbpx
საბერძნეთი

დაუჯერებელი ფასები საბერძნეთის კუნძულებზე: გირო 27 ევრო, წყალი 2 ევრო, ნაყინი 7 ევროდან

საბერძნეთში 2022 წელი ტურისტული თვალსაზრისით ოპტიმისტურია, მაგრამ ვითარება, რომელიც კუნძულებზე ფიქსირდება, გარკვეულ ზღვარს აჭარბებს.

ტურისტები, როგორც ადგილობრივები, ასევე უცხოელები, რომლებიც ბოლო პერიოდში მიკონოს, სანტორინს, ნაქსოსა და პაროს ეწვივნენ, საუბრობენ სიძვირეზე, რომელიც კრაბის 600 ევროიან ფეხს მოგაგონებთ (ამერიკელ ტურისტებს 600 გადაახდევინეს კრაბის ფეხსა და ორ კოქტეილში).

ბერძნები ამბობენ, რომ მიკონოზე ერთი გიროს მინიმალური ფასი 5 ევროა, თუმცა, თუ უცხოელი ტურისტი ხარ, შესაძლოა ფასი სამმაგი გახადონ. საკმარისია უბრალოდ ინგლისურად დაილაპარაკოთ, რომ ერთი კრეპი, რომელიც რეალურად 5 ევრო ღირს, 10 გახდება.

მიკონოზე გიროს პორცია შესაძლოა 27 ევროდაც ნახოთ, ხოლო ნაყინის ერთი ბურთულა 7 ევროდან იწყება, რაც შეეხება წყალს, ყველაზე კარგ შემთხვევაში, ერთი ნახევარლიტრიანი ბოთლი წყლის ფასი 2 ევროა.

აღნიშნულ ვითარებასთან დაკავშირებით საბერძნეთის განვითარების მინისტრი, ადონის გეორგიადი აცხადებს, რომ კონტროლი აქტიურად მიმდინარეობს და სადაც არსებობს მსგავსი დარღვევები, ხელისუფლება შესაბამისად გაუმკლავდება.

onalem

ტესტ