fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

“ეს არ იყო სამედიცინო შეცდომა, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა” – რას ამბობენ დიანა ბერიძის ოჯახის წევრები?!

დღეს სასამართლოში 36 წლის დიანა ბერიძის ოჯახის წევრები განახლებულ პროცესზე იმყოფებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ქალბატონის მკვლელობაში ბრალდებული ექიმი აცხადებს, რომ ის სამედიცინო შეცდომას ემსხვერპლა და შემდეგ ცხედრის თავიდან მოშორება პანიკის გამო გადაწყვიტა, ოჯახი სრულიად სხვა აზრზეა.

როგორც დიანას მეუღლე ამბობს, ეს იყო დაგეგმილი მკველელობა, რადგან ოპერაციისთვის, რომელიც დიანას უნდა გაეკეთებინა, საერთოდ არ იყო კონკრეტული საანესთეზიო საშუალებების გამოყენება საჭირო. ამას გარდა, როგორც ჩანს, ექიმს მისი ნდობა ჰქონდა მოპოვებული, რადგან დედასთან ამბობდა ხოლმე, რომ ის ძალიან კარგი ადამიანი იყო. სანამ ოპერაციაზე წავიდოდა ისიც აღნიშნა, რომ მხოლოდ რამდენიმე წუთის საქმე იყო და ანესთეზიაც კი არ დასჭირდებოდა.

აღნიშნული საქმის განხილვა სასამართლოში მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

დიანა ბერიძის მეგობარი მედიასთან საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის არაჩვეულებრივი ადამიანი და დედა იყო, ამასთანავე, არ განიხილავს სამედიცინო შეცდომის ვარიანტს, როგორც გარდაცვალების მიზეზს.

 

onalem

ტესტ