fbpx
საბერძნეთი

საგანგებო მდგოამრეობა ათენში: პოლიციის განყოფილებასთან აქტიური ბომბი იპოვეს

რამდენიმე წუთის წინ ათენში, ზოგრაფუს ტერიტორიაზე, საბერძნეთის პოლიციის განყოფილების უკან საეჭვო ობიექტი შენიშნეს, რის შედეგადაც ადგილზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შენობასთან სწრაფად მობილიზდა გამნაღმველთა სპეციალური ჯგუფი და მეხანძრეები, რათა სიტუაცია შეესწავლათ.

აღმოჩნდა, რომ ეს იყო აქტიური ბომბი, რომლის განეიტრალებაც მალევე შეძლეს. ამ დრომდე უცნობი რჩება, თუ რატომ არ აფეთქდა ის, საქმეს კი ტერორიზმთან ბრძოლის სამსახურიც გამოიძიებს.

პოლიცია ცდილობს დაადგინოს, თუ ვინ დატოვა ადგილზე ხელნაკეთი ბომბი.

onalem

ტესტ