fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

სინდაღმის ცენტრი ნაგვით გაივსო, რომელსაც ხალხი სანაპიროებზე ყრის

დღეს სინდაღმის ცენტრი ნაგვით იყო სავსე. ეს არის ის ყველაფერი, რასაც ხალხი სანაპიროებზე ყრის, მზით და ზღვით ტკბობის პარალელურად. დაბინძურების დონე საგანგაშოა, იღუპებიან დიდი რაოდენობის ზღვის ცხოველები. ზოგიერთი ადამიანი პოლიეთილენის ნარჩენებს ნაგავში ყრის, ზოგი კი მას ტოვებს იქ, სადაც არის და სრულიად ვერ ხვდება, თუ რამხელა პასუხისმგებლობა აკისრია გარემოს წინაშე.

ორგანიზაციამ Greenpeace სინდაღმის მოედანზე მიიტანა და დაყარა ევიიდან, კერძოდ, ხარაკას სანაპიროდან აგროვებული ნაგავი.

ამით ხაზი გაუსვეს, თუ როგორია რეალურად ცხოვრება ნაგავში.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთი და თურქეთი პოლიეთილენის ნივთების წარმოების კუთხით მოწინავე ადგილებს იკავებენ.

ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფოს პირველ რიგში შეამციროს აღნიშნული სახის წარმოება და ასევე, აწარმოოს კამპანია, რომელიც მოსახლეობაში ინფორმაციის დონეს აამაღლებს.

იხილეთ სინდაღმა “ნაგავში”:

onalem

ტესტ