fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: საბოლოო გადაწყვეტილებები კორონავირუსის ტესტების საფასურთან დაკავშირებით

ბერძნული მედიის ინფორმაციით, კორონავირუსის ტესტებთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილებები ოფიციალურად იქნა მიღებული.

ირკვევა, რომ მოლეკულური (PCR) ტესტის საფასური 47 ევრო იქნება, ხოლო სწრაფი, Rapid ტესტის საფასური 10 ევრო. ეს არის მაქსიმალური საფასური, რაც შეიძლება ნებისმიერმა დიაგნოსტიკურმა ცენტრმა და აფთიაქმა გადაახდევინოს მომხმარებელს.

მოლეკულური ტესტის საფასური, საბოლოოდ, გაძვირების ნაცვლად, 13 ევროთი გაიაფდა და განსაზღვრულია ჯარიმები იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დაწესებულება მეტ თანხას მოითხოვს მათ გაკეთებაში.

არსებული ინფორმაციით, ჯარიმები, რომლებიც შესაძლოა დიაგნოსტიკურ ცენტრსა და აფთიაქს დაეკისროს კანონდარღვევისთვის, არის 1.000-დან 5.000 ევრომდე.

შეგახსენებთ, რომ სწრაფი (Rapid) ტესტის გაკეთება შესაძლებელია 10 ევროზე ნაკლებ ფასადაც. მათი წარდგენა აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ არ ხართ ვაქცინირებული და გსურთ ისარგებლოთ საჯარო სერვისებით, შეხვიდეთ სხვადასხვა ოფისებში, მაღაზიებში და ასევე, დასხდეთ კაფეებისა და ტავერნების ღია სივრცეებში.

onalem

ტესტ