fbpx
კრიმინალი

აგიოს პანტელეიმონა: მამაკაცი ბულგარელი ქალის ცემას მის 7 წლის შვილს ტელეფონში აჩვენებდა

აგიოს პანტელეიმონაზე მომხდარი შემთხვევის შესახებ გავრცელებული დეტალები შოკისმომგვრელია.

როგორც უკვე ცნობილია, ეგვიპტელმა მამაკაცმა თავის ბულგარელ მეგობარ ქალს სასტიკად სცემა და აფეთქებით იმუქრებოდა, როცა ადგილზე პოლიცია მივიდა.

ქალი მედიასთან საუბრობს და ამბობს, რომ ეგვიპტელმა მესენჯერით მის 7 წლის ვაჟსაც კი დაურეკა და დედის ცემას აყურებინებდა.

მისი თქმით, როცა ოფიცრები ადგილზე მივიდნენ, მამაკაცმა ყვირილი დაიწყო, რომ მისი ცოლი იყო და რასაც უნდოდა, იმას გააკეთებდა, რომ საბერძნეთს კანონები არ აქვს და შეეძლო მისი თავით ხელში გასულიყო ბინიდან. ის ამაყობდა, რომ ეგვიპტელია და თვლის, რომ უფლება აქვს ქალს ისე მოექცეს, როგორც სურს.

მამაკაცი პოლიციამ მალევე დააკავა, თუმცა, ბულგარელი ქალი შიშს გამოთქვამს, რომ მალე ისევ თავისუფალი იქნება და მის მოსაკლავად დაბრუნდება.

ვიდეოს შინაარსი, რომელსაც მედია ავრცელებს, საკმაოდ მძიმეა. გარკვევით ისმის მამაკაცის სიტყვები: “მე კაცი ვარ! შენ კი ქალი!” შემდეგ კი, მის სასტიკ ცემას იწყებს.

onalem

ტესტ