fbpx
საბერძნეთი

ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება – რეკორდული მაჩვენებელი დღესაც საბერძნეთში

არსებული მონაცემების მიხედვით, საბერძნეთში “ომიკრონის” მუტაცია ნელ-ნელა უფრო და უფრო დომინანტური ხდება და ინფიცირებულთა რიცხვი კრიტიკულად იმატებს.

დღეს გამოვლინდა 50.126 ახალი შემთხვევა, რაც ექსპერტთა პროგნოზებს ამართლებს და უახლოეს დღეებში შესაძლოა 70-80.000 ინფიცირებულიც ვიხილოთ მხოლოდ ერთ დღეში.

პროფესორთა ინფორმაციით, დაავადებულთა 90%-ს “ომიკრონი” უფიქსირდება და ის მსუბუქ ავადობას იწვევს, ჯერჯერობით არ ჩანს, რომ ეს შტამი ჯანდაცვის სისტემას უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანს, რადგან მიმართვიანობა, საავადმყოფოებთან მიმართებაში, არ გაზრდილა კრიტიკულად.

მიუხედავად ყველაფრისა, საბერძნეთის მთავრობა არ გამორიცხავს, რომ 16 იანვრამდე ახალი ზომების შემუშავება გახდეს საჭირო, რაც კვლავ “ომიკრონის” გავრცელების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლები 10 იანვარს გაიხსნება და ბავშვებს თვით-ტესტირების საშუალებით შეეძლებათ საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ.

onalem

ტესტ