fbpx
საბერძნეთი

“ისტორიული სიცხე” საბერძნეთში – ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს, გაზაფხული არ სრულდება

არავინ დაობს, რომ საბერძნეთში სეზონისთვის უჩვეულოდ ცხელა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უკიდურესი ყინვა ჩვეულებრივ არ ფიქსირდება ხოლმე, ამინდები, რომლებიც დეკემბრის მიწურულს გვაქვს, ნამდვილად შეუსაბამოა ზამთრისთვის. ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ამ ფენომენს “ისტორიული სიცხე” უწოდა.

კლეარხოს მარუსაკი აცხადებს: “ჩვენს ქვეყანაში სეზონისთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურით აღვნიშნეთ შობა. ეს ამინდი სააღდგომო პერიოდს უფრო მოგვაგონებდა, ვიდრე საშობაოს. ცენტრალურ და სამხრეთ საბერძნეთში ჰაერი 20 გრადუსამდეც კი გათბა. 

თუ გგონიათ, რომ გაზაფხული მალე დასრულდება, ცდებით, რადგან სამშაბათიდან ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს. საბერძნეთის სამხრეთითა და აღმოსავლეთით ჰაერი 21-23 გრადუსამდე გათბება.

სეზონისთვის დამახასიათებელი ამინდი, სავარაუდოდ, ახალი წლის შემდეგ გვექნება, მაგრამ ტემპერატურის ვარდნა დიდხანს არ გასტანს და რამდენიმე დღეში საბერძნეთში კვლავ თბილი ჰაერის მასები შემოიჭრებიან.”

ამრიგად, როგორც ჩანს, იანვრის პირველ რიცხვებშიც კი, თბილი ამინდები გველის და ზამთრის სუსხი ქვეყანაში ჯერ არ შეგვაწუხებს.

onalem

ტესტ