fbpx
საბერძნეთი

საინტერესო კვლევა: ალბანელების 66,5% თვლის, რომ ბერძნებიგან ყველაზე ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლი

ბერძნული მედია ავრცელებს საინტერესო კვლევის შედეგებს, რომელიც ალბანელებს შორის ჩატარდა და მიზანი იყო, გამოეკვეთა, თუ ვის მიიჩნევენ ისინი ყველაზე მეტად მტრულად განწყობილ ერად და ვისთან გრძნობენ თავს ყველაზე ახლოს.

როგორც გაირკვა, ალბანელები მიიჩნევენ, რომ ბერძნები არიან ის ხალხი, რომელიც ყველაზე აქტიურად ეწევა მათ დისკრიმინაციას და ამავდროულად, ისინი არიან ერი, რომელთანაც ყველაზე მეტ მსგავსებას პოულობენ.

45,5% თვლის, რომ ყველაზე მეტად ბერძნებს ჰგვანან, 34,9% თვლის, რომ ყველაზე მეტი საერთო იტალიელებთან აქვთ. რაც შეეხება დისკრიმინაციას, გამოკითხული ალბანელების 66,5% აცხადებს, რომ ბერძნების მხრიდან ყველაზე ხშირად ხდებიან კრიტიკისა თუ რასიზმის მსხვერპლი, თუმცა, იტალიელების მისამართით იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 3,5%-ს უდრის.

რაც შეეხება ალბანეთის ევროპულ პერსპექტივას, ბოლო 5 წლის მანძილზე საკმაოდ გაიზარდა მათი ოპტიმიზმი, ისინი სწორ გზაზე დგანან იმისთვის, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრნი. 2021 წელს ამის მხოლოდ 16,4%-ს სჯეროდა, ხოლო 2022 წელს ეს მაჩვენებელი 35,9%-მდეა გაზრდილი.

ბერძნების მაჩვენებელი მონიშნულია წითლად.

onalem

ტესტ