fbpx
საბერძნეთი

“მინდოდა ჩემი შვილებისთვის კერძი მომემზადებინა, როგორც ადრე” – რას ამბობს 70 წლის ქალი, რომელმაც სუპერმარკეტიდან ხორცი მოიპარა

70 წლის ქალბატონის სიტყვები, რომელმაც სუპერმარკეტიდან ხორცი და ყველი მოიპარა, საკმაოდ გულისამაჩუყებელია. როგორც უკვე ცნობილია, ქალს სუპერმარკეტის ხელმძღვანელობამ უჩივლა, თავად კი, მედიასთან თავისი ისტორიის შესახებ დეტალურად ჰყვება და ამბობს, თუ როგორ რცხვენია საკუთარი ნამოქმედარის.

“ფაქტობრივად, ჩემი ღირსება მოვკალი. მინდოდა ორი-სამი კილოგრამი ხორცი ამეღო, რომ შვილებისთვის კერძი ჩემი ხელით მომემზადებინა, როგორც ადრე. რომ მეც დამეპატიჟებინა ისინი, არ მინდა, მხოლოდ თავად მეძახდნენ. თაროსთან მივედი, ვიფიქრე მომეპარა და პირველად წავედი, მაგრამ ეშმაკმა მიბიძგა და ისევ დავბრუნდი.

სესხთან დაკავშირებული პრობლემა მაქვს, რომელიც 15 წლის წინ ავიღე, რომ ჩემი შვილები დამექორწინებინა. თუ ამ წნეხიდან გამოვალ, თავიდან დავიბადები და ამ ფულით ხალხს დავეხმარები. ჩემი ორი შვილი მეცნიერია, მაგრამ არ გაუმართლათ და თავიანთი სამსახურებით ძლივს ირჩენენ თავს. 

10 წლის წინ ავარიაში მეუღლე და ერთი შვილი დავკარგე. მას შემდეგ ჯანმრთელობა მღალატობს. თვეში 800 ევროს ვიღებ და ნემსში, რომელიც მშველის 250 ვიხდი. საბერძნეთში არ არსებობს და ამერიკიდან მიგზავნიან. ჩემი ჯანმრთელობისთვის 400 ევრო მაინც მჭირდება და საჭმლისთვის 100 ევროს არ მრჩება. თვითმკვლელობაზეც კი ვიფიქრე, მაგრამ ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ ამით ყველაფერი უარესობისკენ წავიდოდა და მართალია, აქ დავრჩები და ვიბრძოლებ. 15-20 წლის მანძილზე ცხოვრებამ ყველაფერი მომცა, შემდეგ კი ეს ყველაფერი უკან წამართვა,” ამბობს მოხუცი.

onalem

ტესტ