fbpx
საბერძნეთი

“სუფთა ორშაბათის” უქმეებზე საბერძნეთის პოლიცია უსაფრთხოებას განსაკუთრებით გააკონტროლებს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მიმდინარე კვირის ბოლოს საბერძნეთის საგზაო პოლიცია მუშაობას აძლიერებს და უსაფრთხოების მიზნით შესაბამის ზომებს მიიღებს.

აღნიშნული დაკავშირებულია კარნავალთან და სამდღიან უქმეებთან, რომელიც მომდევნო ორშაბათს უწევს და საჭიროა, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილება და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია. ამრიგად 24-დან 27 თებერვლის ჩათვლით ქუჩებში ოფიცერთა რაოდენობა გაიზრდება.

პოლიცია ყველაზე აქტიურად იმუშავებს ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც გამოირჩევა ინციდენტების სიხშირით, ასევე, მთავარ გზაჯვარედინებზე, აეროპორტებსა და პორტებში, ასევე, ადგილებში, სადაც გაიმართება ცერემონიები და ხალხი მოიყრის თავს.

ამას გარდა, პოლიცია უზრუნველყოფს მანქანების უსაფრთხო გადაადგილებას, რათა არ შეიქმნას საცობები და დისკომფორტი.

მოსალოდნელია, რომ სამდღიან უქმეებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ადამიანი გავა ქალაქებიდან.

onalem

ტესტ