fbpx
საბერძნეთი

“ხანძრებს სახელები და გვარები აქვთ და ისინი ადამიანებს ეკუთვნით” – სულისშემძვრელი კადრები ვოლოსიდან

ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, საბერძნეთში მძვინვარე ხანძრებს თავისი სახელები და გვარები აქვთ და ისინი არ ჩნდებიან თავისით – ისინი ჩნდებიან ადამიანის ხელით, იქნება ეს უნებლიედ თუ გამიზნულად. ასეთი განცხადებით გამოვიდა კრიზისული სიტუაციების მართვის მინისტრი, ვასილის კიკილიასი.

პარალელურად, დრონის საშუალებით გადაიღეს კადრები, რომლებიც უბრალოდ სულისშემძვრელია და რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ადამიანი ტრადიციული საშუალებებით ებრძოლოს ამ “მეგახანძრებს” – ეს სტატუსი მათ სულ ახლახანს მიიღეს. კადრები ვრცელდება ვოლოსიდან, სადაც ცეცხლი კილომეტრობით მძვინვარებს და ძლიერი ქარის პირობებში ელვის სისწრაფით ვრცელდება.

სიტუაცია უკონტროლოა, ხალხს კი, იქაურობის დატოვებას სთხოვენ. საუბარი არ არის მხოლოდ იმაზე, რომ ვინმე შეიძლება ცოცხლად დაიწვას, არამედ იმაზეც, რომ ატმოსფეროში არსებული დაბინძურება სერიოზული რესპირატორული პრობლემების გამომწვევი შეიძლება გახდეს.

იხილეთ კადრები:

onalem

ტესტ