fbpx
საზოგადოება

“დაიწვება და ამის მომსწრენი გავხდებით” – ΕΡΤ-ის ჟურნალისტი ხედავდა, როგორ მირბოდა მწყემსი ცეცხლისკენ

როგორც უკვე ცნობილია, მაგნისიაში დამწვარი იპოვეს მამაკაცი, რომელიც თავისი ცხვრების გადასარჩენად ცეცხლმოდებულ ტერიტორიაზე შევარდა. ის მანამდე დიდი ხნის მანძილზე დახმარებას სთხოვდა მეხანძრეებს, მაგრამ მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, მაშველები ხალხის გადარჩენაზე იყვნენ ორიენტირებულნი პირველ ეტაპზე, შესაბამისად, დროულად ვერ დაეხმარნენ.

ტელეკომპანია ΕΡΤ-ის ობიექტივში მოხვდა კადრები, რომლებიც 45 წლის მამაკაცის სიცოცხლის ბოლო წუთებს აღწერს. ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ ის დახმარებას ითხოვს, ხოლო შემდეგ სწორედ იქით მიდის, სადაც ცეცხლია მოდებული, ხოლო დაახლოებით 2 საათში მამაკაცი დამწვარი იპოვეს.

“ძალიან ცუდად არის ყველაფერი, იქნებ ვინმემ გამოიყვანოს იქიდან, თვითონაც დაიწვება და ამის მომსწრენი გავხდებით,” ამბობს ჟურნალისტი, რომელიც 45 წლის მწყემსის მოქმედებებს და ცეცხლის გავრცელებას უშუალოდ აკვირდებოდა და სამწუხაროდ, მისი სიტყვები გამართლდა.

იხილეთ სიუჟეტი, რომელიც გუშინ გავიდა ეთერში:

onalem

ტესტ