fbpx
საბერძნეთი

“ვეუბნებოდი, რომ თავი დაენებებინა პაკისტანელებისთვის” – ნიკოლეტას მშობლების განცხადება

მედიასთან პაკისტანელი მამაკაცის მიერ მოკლული 17 წლის ნიკოლეტას დედაც საუბრობს. ის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია და ამბობს, რომ მკვლელი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს,

“ჩემი შვილი ანგელოზი იყო. ეს უნდა დაწეროთ ყველამ. ის ვინც უნდა დაისაჯოს, მისი მკვლელია,” ამბობს ქალი.

რაც შეეხება მის მამას, აცხადებს, რომ ნიკოლეტას სთხოვდა ეს ურთიერთობა დაესრულებინა, საერთოდ დაენებებინა თავი პაკისტანური წარმოშობის ადამიანებისთვის, თუმცა, ის არ უსმენდა.

“ჩემი შვილის შეყვარებული მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი. არ დაუტოვებია რაიმე განსაკუთრებული შთაბეჭდილება. სულ ვეუბნებოდი, რომ თავი დაენებებინა ამ ერისთვის, დაესრულებინა ეს ურთიერთობა. ერთი კვირის წინ ვისაუბრეთ, ხშირად არ ვლაპარაკობდით, რადგან საკმაოდ შორს ვცხოვრობ. არაფერი განსაკუთრებული არ უთქვამს, ვერ შევნიშნე, რომ რაიმე პრობლემა ჰქონდა. ყოველთვის იმას მეუბნებოდა, რომ ბედნიერი იყო. დედამისმა ბევრად უკეთესად იცის, რას მალავდა ნიკოლეტა, რადგან ყოველდღიურად მასთან ერთად იყო,” ამბობს მამაკაცი.

ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია, პაკისტანელის დაკავების შესახებ, არ ვრცელდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ათენის ჩრდილოეთ გარეუბანში, რომელიღაც ახლობლის სახლში იმალება.

onalem

ტესტ