fbpx
საბერძნეთი

კირიაკოს მიცოტაკი ხვალ გერმანიის კანცლერს შეხვდება – განხილვის მთავარი თემა მიგრაცია იქნება

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკი დღეს ბერლინში ჩავიდა, სადაც ხვალ, 14 ნოემბერს, ოლაფ შოლცს შეხვდება. ამ დროისთვის გერმანიაში მთავარი პოლიტიკური საკითხია მიგრაცია და როგორც ჩანს, ეს ორი ქვეყნის პირველ პირებს შორის განხილვის ერთ-ერთი საკითხი იქნება.

მედიისთვის ბოლოს მიცემულ ინტერვიუში შოლცი აცხადებს, რომ უფრო მეტი აქტიურობით უნდა განხორციელდეს გერმანიიდან ემიგრანტების დეპორტაცია, ზოგადად კი, გერმანიის სამპარტიული მთავრობისთვის მიგრაცია უკიდურესად კრიტიკულ საკითხად იქცა უკანასკნელი თვეების მანძილზე. მსგავს პოზიციაში იმყოფება საბერძნეთიც, რომელიც წლებია მიგრაციის ტალღებს განიცდის და შესაბამისად, განსაკუთრებით ახლა, ორი ქვეყნის ლიდერს ამ თემაზე ბევრი აქვს სასაუბრო.

გარდა მიგრაციისა, როგორც ირკვევა, მიცოტაკი და შოლცი ისაუბრებენ ენერგეტიკულ საკითხებზე, კლიმატურ კრიზისსა და მის შედეგებზე. ასევე განიხილება რეიგონული და საერთაშორისო მოვლენები, ასევე უკრაინის საკითხი და აღლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები.

 

onalem

ტესტ