fbpx
საბერძნეთი

მიკონოსზე 40 მეტრიანი ძვირადღირებული იახტა კინაღამ ჩაიძირა – ვიდეო

ქარების კუნძულიდან ვრცელდება კადრები, თუ როგორ ცდილობენ მდიდრული იახტის გადარჩენას, რომ არ ჩაიძიროს.

გავრცელებული ინფორმაციით, 40 მეტრიანი ძვირადღირებული იახტა ორნოს სანაპიროზე ხმელეთის ნაწილს შეეჯახა, რამაც მისი წონასწორობის დაკარგვა და წყლის შედინება გამოიწვია. ადგილზე დასახმარებლად მივიდა შესაბამისი სამსახური, ოპერაციას კი, სანაპირო დაცვის ხომალდი მეთვალყურეობს.

ორნოს სანაპირო მუდმივად სავსეა მდიდრული იახტებით, რომლებითაც ადგილზე დამსვენებლები ჩადიან. მომხდარის ზუსტი გარემოებები უცნობია.

onalem

ტესტ