fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის მთავრობა ელექტრო ენერგიის ფასის ზრდას “აჩერებს”

ტელეკომპანია OPEN-თან საბერძნეთის განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნიკოს პაპათანასიმ განაცხადა, რომ მთავრობა აქტიურად მუშაობს მოსახლეობის ყოველდღიურობის შემსუბუქებაზე, ენერგეტიკული კრიზისის ფონზე და აქედან გამომდინარე, ელ. ენერგიის ფასების ზრდას შეაჩერებს.

მისი განმარტებით, გამოყოფილია 1,1 მილიარდი ევრო და ეს თანხა მთლიანად მოხმარდება ელ. ენერგიის ტარიფების დასტაბილურებას. მოსახლეობა ფასების შემცირებას სულ მალე იხილავს, ვინაიდან პროგრამა 4 ივლისის შემდეგ პერიოდს ითვალისწინებს. მოქალაქეები ნახავენ რას სთავაზობთ თითოეული კომპანია და ამის მიხედვით გადაწყვეტენ, თუ რომელი აირჩიონ ელ. ენერგიის მომწოდებლად. მომდევნო პერიოდში, როდესაც ქვითრები მოვა, შესამჩნევი იქნება, რომ ფასები პირვანდელ სახეს უბრუნდება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა შეღავათი შეიძლება ნახოს თითოეულმა ოჯახმა. კირიაკოს მიცოტაკიმ რამდენიმე ხნის წინაც გამოაცხადა პროგრამა, რომელიც 600 ევრომდე თანხის დაბრუნებას ითვალისწინებდა მათთვის, ვისაც უზარმაზარი თანხების გადახდა მოუწიათ ელ.ენერგიაში, თუმცა, თანხები, რომლებიც მომხმარებლებს ანგარიშებზე დაუბრუნდათ, ახლოსაც არ არის იმ რაოდენობასთან, რაც გადაიხადეს.

onalem

ტესტ