fbpx
საბერძნეთი

შეხვედრები სასტიკ პედოფილებთან – მიხოს 12 წლის ბავშვი 5-ჯერ მაინც ჰყავდა შეხვედრაზე წაყვანილი, სადაც 5 მამაკაცს ახვედრებდა

ილიას მიხოს ქმედებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. არასრულწლოვანთა დაცვის დეპარტამენტის მიერ შეგროვებული მონაცემების მიხედვით, ბრალდებულს 12 წლის ბავშვი მინიმუმ 5-ჯერ მაინც ჰყავდა მიყვანილი საროსკიპოში შეხვედრებზე.

შოკს იწვევს ფაქტი, რომ მიხოს უკავშირდებოდნენ ყველაზე სასტიკი პედოფილები და ბავშვს ის აიძულებდა, რომ ყოველ ჯერზე 5 მამაკაცს მაინც შეხვედროდა, შესაბამისად, გოგონა 25-ჯერ მაინც გახდა გაუპატიურების მსხვერპლი.

არსებული ინფორმაციით, პოტენციურ კლიენტებს 53 წლის ილიას მიხო ბავშვის პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეოებსა და ფოტოებს უგზავნიდა, შემდეგ ისინი თანხას იხდიდნენ, რათა შეხვედრა შემდგარიყო. 12 წლის გოგონამ არაფერი იცოდა ამის შესახებ, მიხო თავად ახორციელებდა დეტალების ორგანიზებას.

პოლიცია ფიქრობს, რომ მისი ქმედებების გამჟღავნებით პედოფილების კვალზე გავა და საქმე კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს. ამას გარდა, არსებობს მოთხოვნა, რომ შემოწმდნენ ოჯახის დანარჩენი შვილებიც (12 წლის გოგონას ბევრი და-ძმა ჰყავს), რადგან არ არის გამორიცხული, რომ მიხო მათ ექსპლუატაციასაც ეწეოდა.

 

onalem

ტესტ